508
  • ​ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისს ეწვევა

    866 views 2 years ago
    ამერიკის სახელმწიფო მდივანი ივნისის დასაწყისში თბილისში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ჯონ კერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა „ვაპირებ საქართველოს მონახულებას, სავარაუდოდ ივნისში. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარია და მინდა ქართველებს გარკვევით ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.“ აღნიშნა ჯონ კერიმ.

    ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისკენ არის მიმართული. ჯონ კერის განცხადებით „გაერთიანებულ და წარმატებულ საქართველოს გადამწყვეტი როლი ენიჭება კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში.“

    ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა განაცხადა, რომ „ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ძალისხმევას, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში, ისე ევროპაში კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს.“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ წვლილისთვის, რასაც საქართველო ავღანეთში მიმდინარეო ოპერაციის ფარგლებში მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებისა და ტერორიზმთან ბრძოლაში იღებს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ვაშინგტონში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. Show less
    Read more
  • Uploads Play all

    This item has been hidden
to add this to Watch Later

Add to

Loading playlists...