96
  • ბათუმური საოცრება

    10,260 views 5 months ago
    ერთი კვირის შუალედში, სხვადასხვა აუზში, 2 დელფინი დაიბადა.

    ამ უნიკალურ კადრებზე დელფინის დაბადებაა აღბეჭდილი. იგი ბათუმის დელფინარიუმის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ანა ჩულკოვამ გადაიღო.

    „დილით ჩვეულებისამებრ შემოვლაზე ვიყავით, აუზები დავათვალიერეთ, ბინადრები მოვინახულეთ, ღამის მომვლელისგან ბოლო ინფორმაცია მივიღეთ. ველოდებოდით, რომ პატარა დღე-დღეზე უნდა დაბადებულიყო, ამიტომაც ორსული ციცი დაკვირვების 24 საათიან რეჟიმში იმყოფებოდა. მოლოდინში ვიყავით და ამიტომაც ტელეფონი, თან გვქონდა ხოლმე. მშობიარობა საათზე მეტხანს გაგრძელდა, დავინახე როგორ გაიზნიქა ციცი რამდენჯერმე, მივხვდი, რომ მშობიარობა დაეწყო. ეს კადრები 09:40 წუთზე გადავიღე. როცა პატარა დავინახე, სიხარულისაგან ცრემლები ვერ შევიკავე“, - ყვება ანა.

    ჩვეულებისამებრ პატარა იბადება კუდით წინ, რაც მათ სხვა ძუძუმწოვართაგან განასხვავებს. კადრებზე ჩანს, დაბადებიდან რამდენიმე წამში დედა დელფინმა, სახელად ციციმ, შვილი წყლის ზედაპირზე ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის ამოაცურა. ამის შემდეგ კი, პატარა დედის მეთვალყურეობის ქვეშ, აუზში ცურვას იწყებს. პერიოდულად ჰაერის მორიგი ჩასუნთქვისთვის წყლის ზედაპირზე ამოდიან. დაბადებიდან რამდენიმე წუთში დედა დელფინმა შვილი რძით გამოკვება. ძუძუთი კვება და ასევე წყალქვეშ ორიენტირების სწავლის პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება.

    ორსულ ციცის აუზის სხვა ბინადრებიც გულშემატკივრობდნენ. პატარას ყურადრებიანი დეიდები და ბიძები ყავს.

    პატარა დედასთან ერთად შოუს აუზში იმყოფება. წარმოდგენის მიმდინარეობისას მათი პერიოდული გამოჩენა მაყურებელთა აუღწერელ ემოციას იწვევს.

    კიდევ ერთი ულამაზესი, ჯანმრთელი და ძლიერი პატარა დელფინი 20 ივნისს, 04:50 წთ-ზე დაიბადა. ბედნიერი დედა - ფლიპერია. იმშობიარა სწრაფად და მარტივად, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტების, გამოცდილი ვეტერინარისა და მოსიყვარულე და მზრუნველი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვეულებისამებრ, ყურადღება და პატარაზე ზრუნვა დაბადებიდან პირველივე წამებში დაიწყო. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ამჟამად ფლიპერი პატარას უკვე ასწავლის წყალზე ტივტივსა და ღრმად ჩაყვინთვას. კვებავს საკუთარი რძით, ხოლო დელფინთა მთელი ოჯახი მხარს უჭერს და ეხმარება ახალგაზრდა დედას.
    ეჭვი, ციცისა და ფლიპერის „საინტერესო მდგომარეობის“ შესახებ, დელფინარიუმის სპეციალისტებს ჯერკიდევ 11 თვის წინ გაუჩნდათ. მათ წონაში მატება დაიწყეს. მოგვიანებით ვარაუდი გეგმიურმა ექოსკოპიამაც დაადასტურა.

    დელფინები - არსებები მაღალგანვითარებული ინტელექტითა და მგრძნობიარე ნერვული სისტემით. ამიტომაც, ისინი ხელოვნურად შექმნილ საარსებო გარემოში ნაკლებად თუ მრავლდებიან. შესაბამისად დელფინარიუმებში დელფინის დაბადება უნიკალური და საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. თუმცა არა ბათუმის დელფინარიუმისთვის, სადაც დელფინის დაბადება უკვე კეთილ ტრადიციად იქცა.
    ისეთი სასიამოვნო სიახლე, როგორიც დელფინის დაბადებაა - შესანიშნავი მტკიცებულებაა იმისა, რომ აქ შექმნილია ყველა ხელსაყრელი პირობა სიცოცხლისა და შთამომავლობის გაგრძელებისათვის. ეს ფაქტი ასევე ბინადართა იდეალურ ჯანმრთელობაზეც მეტყველებს, რადგან რეპროდუქციის უნარი მხოლოდ აბსოლუტურად ჯანმრთელ დელფინებს გააჩნიათ.
    ახალშობილი დელფინების სახელების შესარჩევ კონკურსს, მათი სქესის დადგენის შემდეგ გამოვაცხადებთ. ნებისმიერი მსურველი შეძლებს საკუთარი ვერსიის გამოგზავნას, ჩვენს ვებ-გვერდზე www.dolphinarium.ge
    გამარჯვებულები, მითითებული პირობების თანახმად, „ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოვლინდებიან.

    ვულოცავთ მთელ კოლექტივს, ყოველდღიური შრომის, მორიგ შედეგს! Show less
    Read more
  • Uploads Play all

    • www.dolphinarium.ge - Duration: 29 seconds.

      • 4 months ago
      • 64 views
      ონლაინ ბილეთები
      Tickets Online
    • ბათუმის აკვარიუმში “თევზი სარკე” გაამრავლეს - Duration: 109 seconds.

      • 4 months ago
      • 2,300 views
      თანამშრომლების ძალისხმევით, არაერთი ლეგენდისა თუ ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პოპულარული გმირი, “თევზი სარკე” ანუ ვერცხლისფერი მეტინისი, ბათუმის აკვარიუმის ბინადართა რიცხვს შეემატა.

      ეგზოტიკური თე...
    • პატარა სელაპი - მეშვიდე მატება სელაპების ოჯახში! - Duration: 3 minutes, 4 seconds.

      • 4 months ago
      • 6,771 views
      ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში, სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის 10 ივლისს, 19:15 შვილი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12 წლის.
      ამ უნიკალურ კად...
    • ბათუმური საოცრება - Duration: 3 minutes.

      • 5 months ago
      • 10,260 views
      ერთი კვირის შუალედში, სხვადასხვა აუზში, 2 დელფინი დაიბადა.

      ამ უნიკალურ კადრებზე დელფინის დაბადებაა აღბეჭდილი. იგი ბათუმის დელფინარიუმის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ანა ჩულკოვამ გადაიღო.

      „დილით ჩვეულების...
    • ზღვის ძუძუმწოვრების დიაგნოსტიკა და ეკოლოგია. - Duration: 12 minutes.

      • 1 year ago
      • 34 views
      საერთაშრისო სემინარის დეტალები გადაცემაში
      "დილის ტალღა", 14/10/17, აჭარის ტელევიზია.
    • საერთაშორისო სემინარი ბათუმის დელფინარიუმში - Duration: 86 seconds.

      • 1 year ago
      • 3 views
      ზღვის ძუძუმწოვრების დიაგნოსტიკა და ეკოლოგია.
      "მაცნე" 12/10/2017, TV 25.
    • ზღვის ძუძუმწოვრების დიაგნოსტიკა და ეკოლოგია. - Duration: 3 minutes, 37 seconds.

      • 1 year ago
      • 7 views
      საერთაშორისო სემინარი დელფინარიუმში.
      "მთავარი" 21:00, 12/10/2017, აჭარის ტელევიზია.
    • ზღვის ძუძუმწოვრების დიაგნოსტიკა და ეკოლოგია. - Duration: 4 minutes, 54 seconds.

      • 1 year ago
      • 6 views
      საერთაშორისო სემინარი დელფინარიუმში.
      "მთავარი" 12:00, 12/10/2017, აჭარის ტელევიზია.
    • პატარა სელაპის ვიდეო - Duration: 70 seconds.

      • 1 year ago
      • 1,575 views
      ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ერთი სელაპი დაიბადა.
      ფეხფარფლიანთა განყოფილებაში ეს უკვე რიგით მეექვსე მატებაა.
      სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში 18 ივლისს, 00:25, შვილი ემას შეეძინა, მამა კი 12 ...
    • პატარა დელფინი - Duration: 72 seconds.

      • 1 year ago
      • 5,860 views
      დელფინარიუმის ბინადარს, დელფინს მეტსახელად დანა, შვილი შეეძინა. ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობია...
    • ბათუმის დელფინარიუმი უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ახზე - Duration: 4 minutes, 24 seconds.

      • 1 year ago
      • 305 views
      ტელეკომპანია 1+1 გადაცემა Сніданок з 1+1-ის რუბრიკა Мій путівник ჩვენს დელფინარიუმს ყველაზე მეტ დროს უთმობს.
      Мій путівник. Батумі - Дельфінарій та експрес-РАГС
      www.dolphinarium.ge
    • აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე - 2 აპრილი ავღნიშნეთ! - Duration: 73 seconds.

      • 1 year ago
      • 19 views
      აუტიზმის ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებით ბათუმის დელფინარიუმში ჩვენება მოეწყო. მე-13 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს, შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად ორგანიზებულ...
    This item has been hidden
  • This item has been hidden
  • The Minute Of Impressions Play all

    ემოციები შოუს შემდეგ. ბათუმის დელფინარიუმი.
    Emotions After The Show. Batumi Dolphinarium.
    This item has been hidden
to add this to Watch Later

Add to

Loading playlists...