Loading...

ახალი 6 | წითელა საქართველოში | 08.03.13

403 views

Loading...

Loading...

Loading...

Rating is available when the video has been rented.
This feature is not available right now. Please try again later.
Published on Mar 8, 2013

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით წითელას შემთხვევა 28-ით გაიზარდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა - 25, თბილისში აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას უკვე 111 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 101 თბილისში გამოვლინდა. დაავადებულთაგან 59 ჰოსპიტალიზირებული იყო. გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. აღნიშნულის მიზეზად 2008 წელს ჩაშლილ იმუნიზაციას ასახელებენ. შემთხვევების მატების გამო დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი 6 თვიდან 30 წლამდე ასაკის პირების, ასევე 1-7 წლამდე პატარების უფასო სავალდებულო ვაქცინაცია მიმდინარეობს. წითელას დაავადებას ცხელება, მე-4-5 დღეს კი გამონაყარი ახასიათებს. გართულების შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა, ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს. წითელას გადატანის ან ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანს დაავადებაზე მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.

Loading...


to add this to Watch Later

Add to

Loading playlists...