Loading...

#ევროვიზია 2017. ეროვნული კონკურსის #ფინალი / Natonal #Final. Voice of #Georgia on #Eurovision 2017

85,744 views

Loading...

Loading...

Rating is available when the video has been rented.
This feature is not available right now. Please try again later.
Streamed live on Jan 20, 2017

თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია, სიმღერით - Keep the Faith. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თამარა გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა.

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

ეროვნული კონკურსის საუკეთესო ხუთეულში არიან:
თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith - 122 ქულა
ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run - 107 ქულა
ჯგუფი The Mins, სიმღერით Crime - 105 ქულა
მალიბუ, სიმღერით We Live Once - 105 ქულა
მარიამ ჩაჩხიანი, სიმღერით Fly - 83 ქულა

საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა, ესენია:

1. გიორგი ჩიქოვანი, სიმღერით Make it Right (კომპოზიტორი - გიორგი ჩიქოვანი)
2. ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი, სიმღერით Heyo Song (კომპოზიტორი - ბრენდონ სტოუნი)
3. რატი დურგლიშვილი, სიმღერით Why (კომპოზიტორი - რატი დურგლიშვილი)
4. ანდრია გველესიანი, სიმღერით Revolutionise (კომპოზიტორი - გიორგი ლაღიძე)
5. ალისა დანელია, სიმღერით We Are Eternity (კომპოზიტორი - ალისა დანელია)
6. ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run (კომპოზიტორები - Andy Vitolo and John King)
7. მალიბუ, სიმღერით We Live Once (ავტორი - მალიბუ)
8. ჯგუფი EOS, სიმღერით Urban Signs (ავტორები - გიორგი ქოჩორაძე, გედევან კევლიშვილი)
9. დიმა კობეშავიძე, სიმღერით Scream (კომპოზიტორი - დიმა კობეშავიძე)
10. ტრიო "მანდილი", სიმღერით "მე და შენ" (კომპოზიტორი - ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი)
11. თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith (ავტორი - თამარა გაჩეჩილაძე, ანრი ჯოხაძე)
12. ნინო ბაშარული, სიმღერით "ლილეო" (Lileo) (კომპოზიტორი - ნინო ბაშარული)
13. ელენე მიქიაშვილი, სიმღერით Fighter (კომპოზიტორები - Ylva and Linda Persson)
14. MISHO, სიმღერით Magic (კომპოზიტორი - MISHO)
15. მარიკო ლეჟავა, სიმღერით Light it Up (კომპოზიტორი - "ბით ჰარდი", ბორიკო შხიანი და ალეკო ბერძენიშვილი)
16. ჯგუფი The Mins, სიმღერით Crime (კომპოზიტორი - ზვიად მღებრიშვილი)
17. ჯგუფი Sparkle, სიმღერით On The Top (კომპოზიტორი - ალეკო ბერძენიშვილი)
18. თორნიკე ყიფიანი, სიმღერით You Are My Sunshine (კომპოზიტორი - თორნიკე ყიფიანი)
19. თემო საჯაია, სიმღერით All The Same (კომპოზიტორი - თემო საჯაია)
20. საბინა ჭანტურია, სიმღერით Stranger (მუსიკა და ტექსტი - საბინა ჭანტურია)
21. მარიამ ჩაჩხიანი, სიმღერით Fly (კომპოზიტორი - ჯონი თითირაშვილი)
22. ჯგუფი Asea Sool, სიმღერით Nature (კომპოზიტორი - Asea Sool)
23. ნანუკა გიორგობიანი, სიმღერით Let The Sunshine In (კომპოზიტორი - ედიშერ ლომაძე)
24. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo, სიმღერით Dear God (კომპოზიტორი - ბესო ნემსაძე)
25. დავით შანიძე, სიმღერით - "მტვერის კაცი" (კომპოზიტორი - დავით შანიძე)

Loading...

Advertisement

to add this to Watch Later

Add to

Loading playlists...