Loading...

წამო, წავიდეთ საქართველოში

3,250 views

Loading...

Loading...

Transcript

The interactive transcript could not be loaded.

Loading...

Loading...

Rating is available when the video has been rented.
This feature is not available right now. Please try again later.
Published on Apr 17, 2012

ლექსის ავტორი: მარი წიკლაური
კითხულობს: ინგუ ჭუმბურიძე


წამო ,წავიდეთ საქართველოში, სადაც უჩვენოდ მისთვისაც ძნელია,
სიტყვები უკვე გახუნებულან და წინაპრებიც უხმოდ გველიან...
სანამ ფესვები, ისე გაზრდილა, სულის სიღრმეში ჩაუღწევია,
პატარა კატოს, დიდ კაკლის ხესაც, ცის კაბადონი გაურღვევია,

სად მამას, შვილი მჯობნზე, მჯობი და ერის ერთგული გაუჩენია,
ვინა სთქვა, ჩვენი უძლურება... და რომ მამულსაც ეს ურჩევნია,

იქ, სადაც მეფეს, გოგო თამარი, დიდებისათვის გაუჩენია......
ისე გაავლო მუსრი მომხდურებს, ქუდზე კაცია არ დაურჩენია,

რომ მთიულს თავის კარ-მიდამოში, ჯერ სხვის დაკრულზე არ უცეკვია
და ერთ პატარა წყნეთელს გოგონას, მათე ბიჭი რომ დაურქმევია...
არსენა ბიჭიც დაბადებულა, უფალს ლეგენდა დაურქმევია,
გაჭირვებულთა დასაპურებლად, ძუნწთ, ნაყაჩაღარი წაურთმევია,

მოდი დავბრუნდეთ, უცხოთ მიწაზე, თვითონ არ ვიცით, რა დაგვრჩერნია,
სადაც მოყვარეს, პირში ნაძრახსა, ჩვენთვის მოშურნე აუჟლეტნია,
წავიდეთ, ვიდრე, ისევ წაღმა დის და გველოდება ჯერაც რიონი,
დადუმებულა ვიდრე ხსოვნაში, დიდი ვაჟაც და გალაქტიონიც,

არ მოგენატრა, თეთრ ხიდზე, როგორ გულში იკრავდა, მზეს ალიონი,
ნუ გეშინია, ისევ მიგვიღებს, გვიშუამავლებს კავკასიონი,
მოდი ვიჩქაროდ, თორემ უჩვენოდ, ლექსებს თვალებით სხვას უყვებიან,
იქ სადაც, ესმით ჯერაც უთქმელად და სიყვარულით არ იღლებიან...

რაა ქართველი, თუ მტრის თვალებში, ჯერ არწივივით არ ჩაუხედავს,
დამარცხებულა, თუნდაც ბრძოლაში, მონობისათვის ვერ გაუხედნავთ,
ერთად შევიდეთ მოდი სიონში, ჯერ თავი, თუ არ მოგვბეზრებია
და ჩვენი ყრმობის ნატერფალები, ვიდრე წარსულს არ დავიწყებია...

გადაგვავიწყდა ჩვენ დაბრუნება, დამნაშავეა თვითონ ცხოვრება,
წავიდეთ ვიდრე დაუბრუნებლად, თვალწინ ჩამქრალა ეს საოცრება...
რომ ქართველობა ნიჭია ღვთისა, აღმაშენებელს სწამდა... და სურდა,
საქართველოში დაბადებული, საქართველოში კვდებოდეს უნდა....

Loading...

When autoplay is enabled, a suggested video will automatically play next.

Up next


to add this to Watch Later

Add to

Loading playlists...