Upload

Loading...

3 აგვისტო, 2012 - I არხი - მოამბე 16-00

25 views

Loading...

Loading...

Loading...

Rating is available when the video has been rented.
This feature is not available right now. Please try again later.
Published on Aug 3, 2012

კოალიცია "მედია ადვოკატირებისათვის" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კანონით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს. ლევან დოლიძის განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ მაუწყებლებისა და მაუწყებლობების ტრანზიტის პირობების შესახებ, რომელთა მიმართ „მასთ ქერის" დებულებები ვრცელდება. მათივე განცხადებით კომისიის წარმომადგენლები ახდენენ კანონის არასწორ ინტერპრეტაციას, რითაც შეცდომაში შეყავთ ტელევიზიები და საკაბელო ოპერატორები. ლევან დოლიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი არ ითვალისწინებს ტელეკომპანიების მიერ წერილობითი შეტყობინების ან სიგნალის მიწოდების ვალდებულებას. არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის ადვოკატირების" განცხადებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია პასუხობს. კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას შეცდომაში შეყავს მოსახლეობა, მაუწყებლის მიერ პარამეტრების მიწოდებას საკაბელო კომპანიისათვის და შემდეგ მის ქსელში ჩართვას, არა ორი კვირა, არამედ სულ რამდენიმე საათი სჭირდება. დღევანდელ ბრიფინგზე კახი ყურაშვილმა ასევე მოუწოდა ტელეკომპანია „მაესტროს" ხელოვნურად ნუ შექმნის პრობლემებს და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დროულად მიმართოს და მიაწოდოს სამაუწყებლო სიგნალი საკაბელო კომპანიებს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, საკუთარი სიგნალი უკვე მიიტანა საკაბელო კომპანიებში ტელეკომპანია „მეცხრე არხმა" და უკვე ყველა ძირითადი მსხვილი საკაბელო კომპანიის კაბელში სიგნალის გავრცელება დაიწყო. საკაბელო კომპანიების მომსახურებით 180 ათასი ოჯახი სარგებლობს, 15 საათის ინფორმაციით, „მეცხრე არხის" სიგნალი უკვე ხელმისაწვდომია 145 ათასი ოჯახისათვის.

Loading...

When autoplay is enabled, a suggested video will automatically play next.

Up next


to add this to Watch Later

Add to

Loading playlists...