Metropolitan Jonah, OCA delegation continue visit to Georgian Church.
ხობს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, უნეტარესი იონა ეწვია.
16 ოქტომბერს მოილოცა და აკურთხა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. მის უნეტარესობას თან ახლდა აშშ-ს ეკლესიის დელეგაცია, შემადგენლობაში არიან: დეკანოზი ლეონიდე კიშკოვსკი, დეკანოზი ალექსანდრე გარკლავი, არქიმანდრიტი ზაქე, ნიუ-იორკის, წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ალექსანდრე თანდილაშვილი და არქიდიაკონი კირილე (სოკოლოვი). ხობში სტუმრობისას მის უნეტარესობას მასპინძლობდა ხობისა და ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
Link to this comment:
All Comments (0)