(პატარა ინანას)
დიდი სიჩუმე
არ გილოცავ, უხმოდ გლოცავ,
სიჩუმეში სიტყვებს ვმოსავ.
ვინ თქვა მხოლოდ დღეს ზეიმი?! -
ყოველი დღე მზენასიმი.
გული გულს რას ეუბნება,
მხოლოდ გულისყური ხვდება.
მთვარე ხედავს, სულის ფურცელს
ეწერება რაც კი უცებ.
დუმილშია მარგალიტი
იმდენი, რომ ვერ დაითვლი.
ნეტარ იმას, ვისაც ესმის
მელოდია ჩუმი ლექსის.
კონსტანტინე ვეკუა
Link to this comment:
All Comments (0)