საწყისი ცნებები და ტემინები - ორი სახის მოთხოვნილება და მოხმარება: 1. ძველი აღთქმის ადამიანის მოთხოვნილებები და მოხმარება; 2. ახალი აღთქმის ადამიანის მოთხოვნილებები და მოხმარება -- თითოეულს მისი შესაბამისი ეკონომიკა ანუ სახალხო მეურნეობა უდგას უკან.
ზნეობრივ-მორალური და სულიერი კატეგორიები -- პირველყოფილი ცოდვისა და ადამიანის სულის დაზიანების, ნაკლოვანებების შუქზე: 1. კანონმოშიშობა და ზნეობრიობა; 2. სულიერება.
კანონმოშიშობა და მასთან ახლოს მდგომი ზნეობრიობა -- არ ვიპარავ, არ ვკლავ იმიტომ, რომ სასჯელის მეშინია (იურიდიულის -- ციხე ან საზოგადოებრივის -- გაკიცხვა ან უფრო მეტად ზნეობრივის -- უფლის რისხვის) -- ძალზე არსებითად ცხოველურია -- ცირკშიც გაწვრთნილი მხეცი არ ესხმის თავს მწვრთნელს უმკაცრესი სასჯელის შიშით... და -- ეს ცირკის მხეცები არაფრით უფრო ზნეობრივები არ არიან მათს ველურ თანამოძმეებზე...
და -- ფრიად განსხვავებული -- სულიერი... აზრათაც არ მომდის მოპარვა ან კაცისკვლა -- ეს სათნოებებთანაა დაკავშირებული და ამითი ახალი აღთქმის ადამიანისთვისაა დამახასიათებელი -- აზრადაც არ მომდის კაცისკვლა იმიტომ, რომ არ განვრისხდები... ახალი აღთქმის ადამიანი ხომ სათნოებების ადამიანია -- იგი მაღლა დგას, უფრო მაღალგანვითარებულია ვიდრე ძველი აღთქმის კანონმოშიში ან ზნეობრივი ადამიანი... ახალი აღთქმის ადამიანი ამ ქვეყანაზეც ღერთს ემსგავსება თავისი თავმდაბლობითა და ვნებების დათრგუნვის გზით.
Link to this comment:
All Comments (0)