მინდა მოგახსენოთ მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ სამეზობლოს მიერ,
ეგლინტონის მიდამოებში ნაპოვნი იქნა დაკარგული ტორონტოელი
მოზარდის, მარიამ (მარიკა) მახნიაშვილის ჩანთა. ეს არის ჩანთა
რომელსაც თქვენ ეხლა ხედავთ, იგივე ჩანთა, რომლითაც მარიამი
ბოლოს ნახეს, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე, 14 სექტემბერს. ჩანთა
ნაპოვნი იქნა ეგლინტონ ავენიუს 120-ის მახლობლად, ავტომობილების
სადგომთან. ჩანთაში ნაპოვნ ნივთებს შორის აღმოჩენილი იქნა სასკოლო
ყუთი "ფორესტ ჰილის სკოლიდან", სასკოლო წიგნები და სხვა სასკოლო
ინვენტარი. პოლიცია ამჟამად დაკავებულია იმ მიდამოების
დათვალიერებითა და შესწავლით, სადაც მარიამის ჩანთა იპოვეს.
გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება
გამოძიებაში, თუკი ასეთი გაგაჩნიათ! არსებობს მინიშნებები, რომელიც
გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ რომ ჩანთა გადატანილი იქნა
თავდაპირველი მდებარეობიდან. ძალიან მნიშვმელოვანია, რომ იმ
ადამიანებმა, რომლებიც ნაპოვნი ჩანთის მახლობლად ცხოვრობენ,
მაქსიმალურად დაძაბონ თავიანთი გონება, კარგად დააკვირდნენ ჩანთას,
და მარიამის ფოტოებს და ეცადონ გაიხსენონ უნახავთ თუ არა იგი
წარსულში. მოგვაწოდეთ ნებისმიერი ინფორმაცია პოლიცის, რათა
დაგვეხმაროთ მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებაში.
- დაგაახლოვათ თუ არა მარიამის პოვნის შესაძლებლობასთან ამ ჩანთის
არმოჩენის ამბავმა?
- ეს რათქმაუნდა მნიშვნელოვანი და ღირებული ნივთია, რომელიც
დაეხმარება გამოძიებას. დიდი იმედი გვაქვს რომ ამ ჩანთის დახმარებით
უფრო მეტს შევიტყობთ მარიამის ადგილსამყოფელის შესახებ. ჩენ აღარ
ვისაუბრებთ გამოზიების სხვა დეტალებზე დღეს.
მოგმართავთ თხოვნით, თუკი გაგაჩნიათ ინფორმაცია მარიამის შესახებ,
დარეკეთ დეტექტივ დენ ნილონთან ტელეფონზე: 416-808-5300
ან მოგვაწოდეთ ანონიმური ინფორმაცია "ქრაიმ სტოპერებს"
ტელეფონზე: 1-80 0-222-TIPS (8477) ან ვებ გვერდზე http://222tips.com ან
ტექსტური შეტყობინების საშუალებით - აკრიფეთ TOR და თქვენი მესიჯი
"CRIMES" ნომერზე (274637), ასევე დაგვიკავშირდით facebook-ის, youtube-ის
ან twitter-ის საშუალებით.
ANOTHER COLD CASE
toronto8086 2 years ago