ომში დაღუპული სამხედროს დაკრძალვა
Sign in to YouTube
Sign in to YouTube
Sign in to YouTube
Published on Aug 7, 2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაული. საპატიო ყარაულის სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წელს რუსული აგრესიის დროს დაღუპული სამხედროს ხსოვნას საგანგებო ზალპით მიაგეს პატივი.
აგვისტოს ომში უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი 36 წლის გარდაიცვალა. ამ დრომდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა. უფროსი სერჟანტი თიგიშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალების IV ქვეით ბრიგადაში 2006 წლიდან მსახურობდა. თიგიშვილი დაჯილდოებულია მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული" და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
უფროსი სერჟანტის გელა თიგიშვილის დაკრძალვას ასევე დაესწრო მისივე თანამებრძოლის ზურაბ ტურაშვილის მამა გიორგი ტურაშვილი. სერჟანტი ტურაშვილი ასევე გმირულად დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში 2008 წელს. სერჟანტი ტურაშვილი კვირას 5 აგვისტოს ყვარელში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრნენ. სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს.
-
Category
-
License
Standard YouTube License
Loading...
Loading...
Loading...
Loading...
-
2:33
დაღუპული სპეცრაზმელის დაკრძალვაby infoinfo148
1,035 views
-
38:35
მეუფე ათანასეს დაკრძალვაby Lekso Gelashvili
5,028 views
-
1:30
მოპოვებული ნადავლი. ომი 2008by TheGeoarmy
168 views
-
10:05
მეორე ქვეითი ბრიგადის გმირები.wmvby Giorgi Tserodze
33,544 views
-
1:46
ახალი 6 | სპეცრაზმელის დაკრძალვა | 02.09.12by tv9ge
3,808 views
-
4:06
3T კონცეფციაby თავდაცვის სამინისტრო
748 views
-
10:56
პრეზიდენტის მოსმენა 3by Geoika
532 views
-
0:20
ახალი 12 | დაღუპული სპეცრაზმელები | 30.08.12by tv9ge
482 views
-
1:02
ახალი 9 | სამხედროს დაკრძალვა | 07.08.12by tv9ge
262 views
-
2:21
ახალი 12 | სააკაშვილი აგვისტოს ომზე | 10.08.12by tv9ge
330 views
-
0:35
ახალი 9 | პრეზიდენტი დაკრძალვაზე | 02.09.12by tv9ge
655 views
-
25:58
პრეზიდენტი გორშიby თავდაცვის სამინისტრო
586 views
-
6:44
ნოდარ ქუმარიტაშვილის დაკრძალვაby ShotaImerlishvili
16,773 views
-
1:04
გარდაცვლილი ჯარისკაცის დაკრძალვაby SaakashviliMikheil
1,929 views
-
10:15
მიხეილ სააკაშვილის განცხადება-08.08.2008by mordjon
16,615 views
-
3:04
ახალი 12 | გარდაცვლილი სპორტსმენი | 30.08.12by tv9ge
599 views
-
2:58
ახალი 9 | სამხედროს დაკრძალვა | 03.11.12by tv9ge
304 views
-
6:19
ქართული მედიაby elene tabagari
9,576 views
-
2:08
(18:00) 22/07/12 სტალონეს შვილის დაკრძალვაby MaestroTelevision
3,186 views
-
5:54
XAnjluri suxishvilebiby DANELIA00714
34,121 views
- Loading more suggestions...
All Comments (0)