ივლისი,რომ მიიწურა
და დაიწყო აგვისტო,
მზემ სხივი არ დაიშურა
საქართველო გაგვითბო.
მე კი მციოდა,
არ ვიცი რატომ,რისთვის,
რაღაც მტკიოდა,
მაგრამ არ მითქვამს სხვისთვის .
ორიათას რვა წელი,
ერი მოიცვა პათოსმა,
ჩვენს საზღვრებთან მტერი,
ქვეყანა დაათრო ქაოსმა.
ვიღაც ოდაში დახვრიტეს,
სახლების ძარცვა დაიწყეს,
ყვავ-ყორნებმა დაგვფლითეს,
ნაქურდალი გაიყვეს.
მახსოვს ლოცვანი მეჭირა
და გადარჩენას ვითხოვდი,
როგორ არ უნდა მეტირა?
ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობდი!
ცხინვალში კი იბრძოდნენ,
ალგეთს ლეკვები მგლისანი,
ჩვენი ქვეყნისთვის იღრწვოდნენ,
ვაჟკაცნი,ძმად საფიცარნი.
მტერმა მოგვიკლა მაიორი
უთანასწორო ბრძოლაში
არ გვავიწყდება ეს ომი
შალვას ელოდნენ ოჯახში
თუმცა ჩვენს გულში დარჩება
სამაგალითო ქართველი
თვალზე ცრემლები მადგება
ქვეყანა არ არის ჯანმრთელი
მჯერა,მოვა დრო
და დავიბრუნებთ წართმეულს
მჯერა,მოვა დრო
არ გავახარებთ დამშეულს...
სანთლები ავანთოთ მათთვის
ვინც შემოგვწირა სიცოცხლე
მგლებს არ გვეშინის დათვის
ერო იხარე,იცოცხლე !
Link to this comment:
All Comments (0)