უჩვეულო მოვლენა ბათუმში - ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრებზე წმინდანების ხატები გამოისახა
ამაღლების ღამეს ბათუმელები უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ - ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა.
უჩვეულო მოვლენა პირველად ერთ-ერთმა პაციენტმა შენიშნა. პალატაში 2 წლის პატარა მკურნალობს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო.
თვითმხილველები ამბობენ, რომ წმინდანების გამოსახვა გუშინ საღამოს დაიწყო. წმინდანთა ხატების გამოსახულების დანახვა, ყველაზე უკეთ ღამით არის შესაძლებელი.
საავადმყოფოს ათამდე ფანჯარაზე ამ დროისთვის ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და მაცხოვრის ხატებია გამოსახული.
სასულიერო პირები მომხდარს სასწაულს უწოდებენ და განმარტავენ, რომ მორიგი სასწაულის ხილვით უფალი გვამცნობს, რომ საზოგადოება რწმენაში უნდა გაძლიერდეს.
Link to this comment:
All Comments (0)