მზე არ უხდება ზეცას,
შენ მოუხდები უფრო შენი თვალებით!
ცეცხლის ალები თუნდაც რომ გეცვას - მოგეკარები
სინაზეს გაგიმხელ და სხვა ქალების ბრჭყვიალა თავშლებით
მოგიქსოვ ხალიჩებს!!!
სამოსად ტანის თუკი უნდა ღრუბლები გეცვას,
ვიქნები ქარი, მივწვდები მწვერვალს, სივრცეში ულევს,
მარადი ძალით შენს ირგვლივ წყნარად დავიპყრობ ზეცას
და მოგაშორებ ერთი ნელი მობერვით ღრუბელს.
წვიმა რომ გეცვას, წვიმის ფარდის სამოსი სველი,
მე მბრძანებელი ვიკნებოდი ამ წუთისოფლის,
ჩემს ხმას მორჩილი, შეწყდებოდა ბრინჯაოს ფერი,
ის შენი წვიმა, სამოსელი ამაყად ყოფნის...
შენ ჩემში ქარის გაგიჟება იოლად ძალუცს,
ამ აშარ დროში შენს ეპოქას მიჯნური მოვდევ
მე ვერასოდეს მოვისყიდი ამ დანაშაულს,
მაგრამ ათასჯერ, ცხრაათასჯერ ჩავიდენ კიდევ....
მე შენს წინაშე დაპყრობილი ჯარივით ქედს ვხრი,
აწ და მარადის შენს უსაზღვრობას მივუგებ თაყვანს.
გზაგასასვლელად შენს ფეხებთან ცახცახით დავყრი,
რაც კი ყოფილა ყველა ქალის ყველა თავშალს....
ყველა ქალაქის კედლები აღიმართება ვერცხლად
და გაიღება ჩემს წინ შენთვის დასაპყრობად კარები
ლაშქარზე მაღლა დაიწერება შავზე თეთრად,
მზე არ უდება ზეცას,
შენ მოუხდები უფრო შენი თვალებით!
და სალოცავად, სავანეთი ავაგე ტაძარი,
მის გუმბათებში გამოგსახე მაღალ ფრესკებად,
ისე, რომ სახეს ღვთისმშობლისას ხარ შესადარი,
ისე, რომ ანგელოზებსაც შეშურდებათ....
შენს სილამაზეს ალბათ აქვს სადმე საზღვარი,
მაგრამ არა აქ, არა ამქვეყნად.
მე მეომარი ვარ შენი, ასჯერ მოკლული და ასჯერ დამდგარი ფეხზე.
თითქოს ჭრილობას მილოკავს დედის რძით მგლის ლეკვი...
რამდენი ისარიც მტრის ნატყორცნი, მიბყრია მკერდზე,
იმდენ ჯარს კიდევ გავუძლებ და შევებრძოლები.
სტიქსის სიღრმემდე ოლიმპოდან ლაშქარი ჩავა,
და ჩემი ჯარის ალესდება ბრინჯაოს ხმლები...
დაიწერება შავზე თეთრად, და თეთრზე შავად,
მზე არ უხდება ზეცას,
შენ მოუხდები უფრო შენი თვალებით!
ტექსტი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან:
http://allshares.ge/download.php?id=04EC2D5B49
visac gindat rom shegexmianot roca ikneba elis morigi sagamo komentarebis magivrad momweret PM-shi. komentarebshi yvelas ver mogdzebnit da magitom....
vamexinar1 7 months ago
Vamexi mec minda da pm shi momwere ra gtxov roc iqneba
Mavnevar 7 months ago
@Mavnevar pm-shi momweret tore mere komentebshi ver vnaxav vis undoda daswreba... aucilebalad shegexmianebit rocaki rame daigegmeba
vamexinar1 7 months ago
@Mavnevar visac gindat rom shegexmianot roca ikneba elis morigi sagamo komentarebis magivrad momweret PM-shi. komentarebshi yvelas ver mogdzebnit da magitom....
vamexinar1 7 months ago
kidev tu iqneba daceret raaaaa ..msurs davescroo mis sagamos :)
BeQDeViL 7 months ago
@BeQDeViL piradshi momwere da ro ikneba shegexmianebi...
vamexinar1 7 months ago