გავხდები შენი რიგითი წუთი gavxdebi sheni rigiti cuti

Loading...

Sign in or sign up now!
Alert icon
Upgrade to the latest Flash Player for improved playback performance. Upgrade now or more info.
177,515
Loading...
Alert icon
Sign in or sign up now!
Alert icon

Uploaded by on Jan 22, 2009

* * *
გავხდები:შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე,
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე.

გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები:შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები:შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან,
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები:წვიმა,გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა
თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები:შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართან.

გავხდები:შენი ყვავილი ქოთნის,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ჭურჭელის გროვა,დამწვარი ტაფა.

გავხდები:დილის პირველი ყავა
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული,რომელიც გაგიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები:შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში,თორმეტი წლის წინ,
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები:ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა,ჯაზი,ტანგო და როკი,
ტუ გინდა-თეთრი,ტუ გინდა-ზანგი,
ტუ გინდა-ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები:შენი თამბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები:თოვა ცისა თუ ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა,გავხდები რაც იყო გუშინ?
ტკივილი,სევდა,სიბრაზე,ზიზღი...

გიორგი ზანგური

  • likes, 5 dislikes

Link to this comment:

Share to:

Uploader Comments (nycgirl4)

  • ჯერ ჯობია კარგად გაიცნოთ. საინტერესო და ცოტა ღტული ადამიანი ჩანს როგორც ხელოვანთა დიდი ნაწილი.

  • @tamuna10071

    vxumrobt tamuna, vxumrobt. :D

  • vaoimeeeeeeeeee vgijdebi am bichze,ccoloi yaavs netav? :))))))))))))))))))))))

  • @kuskuna eg mec mainteresebs :)))

  • @nycgirl4 auf ar moitacot :D:D:D;D :****

  • @rkinigza1 :D :D :D რომ არ ვიცი, სად ცხოვრობს?

Top Comments

  • ძალიან,

    ძალიან,

    ძალიან ახლოს

    მოდიხარ გულთან ..♥♥♥

see all

All Comments (63)

Sign In or Sign Up now to post a comment!
  • gmertoooooooo, umagresiaaa

  • აუ აუ აუ აუ ღრრმად მჭრის)))) იხარე გიორგი)

  • gardasaxvis ostati yofila :)))

  • ia damwvarma tafam daglija :D

  • @kuskuna

    sheni azrit grdznobis gareshe am sityvebis sheqmna shiedlzeba? : )

  • ისე კი მაგარი ლექსია, მეც მიფიქრია ბევრჯერ მართლა გავმხდარიყავი თუნდაც ჰაერი მის ირგვლივ

  • გავხდები ქოლგა გაშლილი შენში

    გავხდები კლიზმა

    საპონი ციხის...

    გავხდები ის რაც გიხედება თითქმის

    გავხდები შენი ტკივილი თირკმლის...

  • magarii leqsia dzaann momewonaaa

  • au ra magaria

  • Tkvili,sevda,sibraze,zizgi:)))­

Loading...

Alert icon
0 / 00Unsaved Playlist Return to active list
    1. Your queue is empty. Add videos to your queue using this button:
      or sign in to load a different list.
    Loading...Loading...Saving...
    • Clear all videos from this list
    • Learn more