ლექსის ავტორი: მანუჩარ კაჭახიძე
მუსიკა: თემურ ცაგურიასი
* * *
ვიცი დამღუპავს მე შენზე დარდი,
შენი ქუჩების უხილაობა,
როგორ ხატავენ ნეტავ მგოსნები,
ჩემი ქალაქის მომხიბლაობას.
ქალაქს დაირბენს დილის ალქაჯი,
და წვიმას დაღვრის ცრემლების ნაცვლად,
შემოეცლებათ ხეებს ფოთლები,
შევეგუები სიცოცხლის ჯვარცმას.
ჩაძინებული ბაღის სიო ქრის,
რიონის ტალღაც ნელა გორდება,
მომაგონდება მე ყველაფერი,
ის, რაც არასდროს განმეორდება.
მის:
ქუთაისში ქარი ჩაცხრა,
ჩაცხრა ძველი ვნებები,
ამ ცხოვრების ანა-ბანას,
წლებთან ერთად ვნებდები.
GAIXARET BATONO TEMUR DA KOCHAG MANUCHAR.JIGARI XAR...
digmeli1 6 months ago
me damgupaa ukve ushenobam qutaisoooooo(((((((
janaqutaisi 7 months ago
magariaaaaaa
ioseb19902706 9 months ago
bravooooooooooooo
rmox23 1 year ago