კვირას, 2011წლის 6 ნოემბერს, ქ. ნიუ-იორკში უკვე ტრადიციული ფესტივალი "GEORGIANS IN USA AWARDS" 2011 და თბილისქალაქობისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა New York State Assembly-ს მხარდაჭერით. ბ-ნი ალექს ბრუკის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა მას ჩვენი საზოგადოებისაგან. ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გახლავთ, შემოქმედებითი კომპანია Studio STVR, რომელიც 2000 წელს დაარსდა ქ. ნიუ- იორკში თამრიკო და შოთა დავითაშვილების თაოსნობით. ამ საღამოს ესწრებოდნენ: დეკანოზი მამა ალექსანდრე თანდილაშვილი, ბ-ნი ნიკოლოზ ვეფხვაძე (გენერალური კონსული ა.შ.შ), ალექსანდრე ლომაია (საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში), ფონდის" Georgian America" დამფუძნებლები; ეკა შველიძე და გურამ შალუტაშვილი, რომლებმაც ამ საღამოს სპონსორობაც გაუწია ,რაზედაც STVR-ი დიდ მადლობას უხდის. და აგრეთვე ჩვენი სტუმარი გახლდათ ბ-ნი თემურ ალასანია. ამ საღამოს ნამდვილი ერთობა იყო... თამრიკო დავითაშვილი და studio STVR გიხდით მადლობას ყველას მობრძანებისათვის. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ერთობის კარგ გზაზე ვართ და ერთმანეთის წარმატებასაც ერთად ვზეიმობთ! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამერიკელ სტუმრებს; Kirk Lighburns - Sony Label/Producer, Promoter talent Advise. Corey J. Butler - Blah Control Media/Sony/ByStorm Producer, song writer, Online marketing director.Viktoriya Jakhy - producer manager promoter. მადლობა საინფორმაციო მხარდაჭერისათვის გოგა გოგილაშვილს www.Gogaggg-ს. საღამოს წამყვანს, ქ. სარალიძეს. მადლობა ყველას ვინც თანადგომა გამოუხატა ამ ფესტივალს. ქ-ნებს; დ.ხოფერიას, მ. გიორგაძეს, დ. რურუას, მ. კარაპეტიანს, მ.კანადაშვილს, მ. ინდუაშვილს, ბ-ნ: ნ. ჩლაიძეს, ნ. პერტენავას, ვ. ფასიეშვილს, მ. კაჭახიძეს. ანსამბლ "თამარიანს" და მის უფროსი თაობის მომღერლებს: ანა უგრეხელიძეს, თათო ზინჩენკოს, ასევე პატარა თამარიანელებს, თ. დავითაშვილის ხელმძღვანელობით. მომღერლებს ანი და ნიკა კოლხიდაშვილებს, მ. ჩუბინიძეს, ანსამბლ "ფესვებს" შორენა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, ილუშა ცინაძეს და მის მეუღლეს. აუდიო/ვიდეო ინჟინრებს, DJ Vano და DJ ZEPPE Richard დავითაშვილებს.
კეთილი სურვილებით და მომავალ ფესტივალამდე...
Studio
S-shota
T-tamriko
V-vano
R-richard
დავითაშვილები
NY2011
გაიხარეთ თამრიკო, შოთა, გურამ და ქართველებო! ძალიან კარგი კლიპია და კარგი, კეთილი ენერგია მოდის.
ZuraGagnidze 1 month ago