27 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ბაქსვუდის საერთაშორისო ქსელის თბილისის სკოლაში გაიმართა საჩვენებელი წვრთნა ქართველი პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რომელსაც წარუძღვა ბაქსვუდის ბრიტანული სკოლის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელი, ჯიმ კოლსტონი. ბრიტანელი, უეფას მიერ აკრედიტირებული მწვრთნელის მიერ ორგანიზებულ ფეხბურთის მასტერკლასში, ბაქსვუდის თბილისის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად სხვა სკოლის ბავშვებმა და მასწავლებლებმაც მიიღებეს მონაწილეობა. დასასრულს გაიმართა ორმხრივი სპარინგმატჩი.
Link to this comment:
All Comments (0)