xevsurigio2008
xevsurigio2008's Channel
 
 
Hello, you either have JavaScript turned off or an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.
xertvisi - xevsuruli
XAREBA DA GOGIA sakartvelo
vaja pshavela_ვაჟა-ფშაველა
 
mamuli-georgian dance!
Ibereti - Qalav sicocxle
АНСАМБЛЬ "МАМУЛИ"
 
Erisioni - mtiuluri
mtiuluri
xevsurigio2008
Profile
 
Name:
xevsuri
Channel Views:
26,561
Joined:
July 10, 2008
Last Sign In:
14 hours ago
Subscribers:
133
ხევსურეთს ! ! !

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი;
პირიქითაი ხევები;
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს,
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი,
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს,
არდავიწყება უნდა!!!
About Me:
 
არწივი

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.

ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!
Hometown:
tbilisi
Country:
France
Occupation:
djigit
Channel Comments (376)
jeimskola2008 (1 day ago)
ქართველმა ხელი ხმალს ვიკარ,
მტერს როგორ შევუშინდები!
სიცოცხლეს მსხვერპლად შევსწირავ,
სულითაც დავეწინდები!
BERIMGELI (1 week ago)
სამშობლოს არვის წავართმევთ
ნურც ვინმე შეგვედავება
თორე ისეთ დგეს დავაყრით
მტერსაც კი გაეცინება
xevsurigio2008 (1 week ago)
ქართველმა ხელი ხმალს ვიკარ,
მტერს როგორ შევუშინდები!
სიცოცხლეს მსხვერპლად შევსწირავ,
სულითაც დავეწინდები!

გარს გინდა გუნდი მეხვიოს,
მარტოსა მეჯარებოდეს,
თუ რომ გავიქცე „ფუ მითხრან!
დარჩენა მეჯავრებოდეს
xevsurigio2008 (1 week ago)
ლომისას ჯაჭვი ჰკიდია,
არავინ იცის, ვისია,
ბებერი ქალი ატირდა:
ეგ ჯაჭვი ჩემი ქმრისია,
სიკვდილის ჟამსა ნათქომი
დაბარებულიც მისია:
„ისეთმა ყმამა შაირტყას,
ვინც ხმარებისა ღირსია.
bloodsuckergio (2 weeks ago)
„სამშობლო დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედა
mtiulii (1 month ago)
ხან შასმა უნდა ღვინოსა,
ხანდახან შამღერებაო,
ხან ომი უნდა ძლიერი,
ხანდახან შასვენებაო.
mtiulii (1 month ago)
მთიულო, მთაში გაზრდილო,
ხმალს როდი მოგიშივდება.
ომში შეხვალ და გამოხვალ,
გული არ შაგიშინდება.
სისხლისა ნაგუბარზედა
ფეხი არ მოგიცურდება.
უკან დახევა არ იცი,
სისხლი რო შაგიხურდება
mtiulii (1 month ago)
ახლები ომში
ჯარში წახვიდით, ახლებო, რომნის ხმალ უფრო ჭრისაო!?
ომში ჩავიდეს ახლები, წკეპა ამადის ხმლისაო.
ლემადეს ამამდინარსა კვნესა ამახყვა მტრისაო.
HDEUXON (1 month ago)
"შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემი მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი."
ოთარ ჭილაძე
xevsurigio2008 (1 month ago)
ისე გეცხოვროს ამ ქვეყნად,
არ მოგდგომოდეს ზიანი
ყოველი დღე და საათი,

შენ გქონებოდეს მზიანი
შენს თვალებს მუდამ ებრწყინოთ,
ბედნიერებით,სიამით,
სიყვარული და სიკეთე,
გესვას უძირო ფიალით!
  1   2   3   4   5    Next