იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროები:
მოქალაქეთა მომსახურება - დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების მონაცემთა ფლობა და შესაბამისი მოწმობების გაცემა; უძრავ ნივთებზე არსებული უფლებების რეგისტრაცია, ბიზნესის რეგისტრაცია; პოლიტიკური პარტიებისა და შემოქმედებითი კავშირების, რეგისტრაცია, ლიცენზიების გაცემა და მონიტორინგი კერძო აღმასრულებლებზე; ნოტარიატის საქმიანობის რეგულირება; ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება; სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულება. იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და შეიმუშავებს პოლიტიკას;
იუსტიციის სამინისტროს აქვს წარმომადგენლობითი ფუნქცია - სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს ეროვნულ სასამართლოებში, ასევე, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების არბიტრაჟებსა და სასამართლოებში.
საქართველოს პროკურატურა კი ახორციელებს
სისხლისსამართლებრივ დევნას, გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობას, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და წარმოადგენს სახელმწიფო ბრალდებას.
იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროები:
მოქალაქეთა მომსახურება - დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების მონაცემთა ფლობა და შესაბამისი მოწმობების გაცემა; უძრავ ნივთებზე არსებული უფლებების რეგისტრაცია, ბიზნესის რეგისტრ...